საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარების გაუმჯობესების
გზების ძიება
სსიპ
ქალაქ ბათუმის #8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლი ზაირა დიასამიძე
2018/2019 სასწავლო წელი
სარჩევი
v შესავალი ---------------------------------------------------------------------------
3 გვ
v თავი I……………………………………………………………………………………4 გვ
შესავალი
უპირველესი, რაც
აღმზრდელმა ბავშვს უნდა შეასწავლოს და შეაყვაროს არის წიგნის კითხვა. წიგნი მოსწავლისათვის
ცოდნის შეძენის უწყვეტ წყაროდ უნდა იქცეს. მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარება, შესაბამისად აკადემიური
წარმატება, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსწავლის
მიერ წაკითხულის გაგებასა და გააზრებაზე. სწორედ ეს უნარი უნდა იქცეს
მოსწავლისათვის დასაყრდენ უნარ-ჩევევად, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ისე
მთელი მისი ცხოვრებისეული კარიერული წინსვლის გზაზე. სწორედ ყველა საგნის გაგება
და გააზრებაა საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეს განუვითარდეს მაღალი სააზროვნო
უნარები. ადამიანის განვითარების მრავალმხრივი ინტელექტი გადამწყვეტ როლს თამაშობს
პიროვნების ჩამოყალიბებაში და მის მიერ ერთერთი მიმართულების არჩევაში. ძირითადი დატვირთვა ნებისმიერი საგნისა თუ
დარგის სრულყოფილად დაუფლებაში გააჩნია კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული
მსჯელობის უნარების განვითარებას. მოსწავლეს კრიტიკული აზროვნებისა და
არგუმენტირებული მსჯელობისათვის უნდა
გაგაჩნდეს მდიდარი ლექსიკური მარაგი. ამ მარაგის დაგროვება სწორედ დაწყებითი
საფეხურიდან იწყება. გააზრება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ წინადადებების წაკითხვა .
გააზრება მოიცავს შინაარსის წვდომას, ძირითადი არსის გაგებას, სწორად გააზრებას და ახლი ინფორმაციისა და/ან აზრის და შეხედულების შემეცნებას. წინამდებარე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს ბათუმის მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი
მასწავლებლის მიერ განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში
განხილულია მოსწავლეებში წაკითხულის გააზრებასთან , მარალი სააზროვნო უნარების განვითარებასთან დაკავშირებული
პრობლემები და ამ პრობლემების დაძლევის გზები.
თავი I
საკვლევი საკითხის აქტუალობა და მიმოხილვა
ბავშვის აღზრდა მისი გაჩენის პირველივე დღეებიდან
იწყება. თუმცა საგანმანათლებო აქტივობებს პატარა პირველად საბავშვო ბაღში ეცნობა.
იგი თამაშითა და სახალისო ცეკვა-სიმღერებით თანდათანობით
აგროვებს როგორც ლექსიკურ მარაგს, ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ლექსებისა და
სიმღერების ტექსტების ხშირად განმეორების მეშვეობით ბავშვი მექანიკურად
იმახსოვრებს მათში მოცემულ სიტყვებსა და ფრაზებს, რომელთა შინაარსსა და
მნიშვნელობას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიაზრებს. დაწყებითი საფეხური
უნმიშვნელოვანესია მოზარდის სწავლისადმი დამოკიდებულებების და პასუხისმგებლობის
ჩამოყალიბებაში. ამ დროს საფუძველი
ეყრება ბავშვის ძირითად სააზროვნო უნარებს.
თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძირითადი წარმმართველი ამ პროცესისა არის
მასწავლებელი და მისი პიროვნული დამოკიდებულება აღნიშნული სააზროვნო უნარების განვითარებისადმი. სწორედ
მასწავლებლის მიერ სწორად და შინაარსიანად დაგეგმილმა გაკვეთილებმა უნდა შეუწყოს
ხელი მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას. გაკვეთილებმა, რომელთა
დასრულების შემდეგ ყველა კითხვა პასუხგაცემული კი არა, ახალი კითხვების გამჩენები
უნდა იყოს. უდაოდ დიდი როლი ეკისრება
მშობლის შედეგიან თანადგომას.
უნარებს, მათ შორის ყველაზე მთავარს - კითხვისა და წაკითხულის
გააზრების უნარს. წაკითხულის გააზრება
რთული შემეცნებითი პროცესია და იგი
მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ სიტყვების წაკითხვა . ის
მოიცავს გაგებას, აზროვნებას და ახლის შემეცნებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორედ ამ ასაკში მოხდეს წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენა და პრობლემის გაუმჯობესებისათვის მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვა. გააზრების უნარი
უშუალო კავშირშია არა მხოლოდ ბავშვის სააზროვნო პროცესების განვითარებასთან,
არამედ მის პიროვნულ განვითარებასთან, თუ
რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი მომავალში, შეძლებს თუ არა მაღალი კლასების
სასწავლო პროგრამის დაძლევას და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების სრულფასოვან წევრად
ჩამოყალიბებას.
მოკლე ინფორმაცია
სადამრიგებლო კლასის შესახებ
აღნიშნული პედაგოგოური პრაქტიკის კვლევა ჩემს სადამრიგებლო IIIზ კლასში განვახორციელე. ჩემს სადამრიგებლო კლასს
პირველი კლასიდან ვასწავლი შემდეგ სასწავლო
დისციპლინებს: ქართული ენა, მათემატიკა ,
ბუნება , მუსიკა და ხელოვნება . კლასში 26
მოსწავლეა . მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კარგია, ყველა მოსწავლე აკმაყოფილებს
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს. კლასში არ მყავს სსსმ მოსწავლე. კლასში სხვადასხვა
შესაძლებლობების , უნარისა და განსხვავებული
აკადემიური მოსწრების მოსწავლეებია. მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურადაა ჩართული როგორც საგაკვეთილო , ასევე
კლასგარეშე აქტივობებში. უყვართ სიახლეები
და საინტერესო საგაკვეთილო პროცესები.
სწავლების ყველა საფეხურს
თავისი მისია გააჩნია. ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის მისია შემდეგნაირადაა
განსაზღვრული: „სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება,
წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, ცნობისმოყვარეობის
ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლეთა მომზადება საბაზო საფეხურისთვის“ (ესგ-მუხლი
4 ბ, გ).
ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რასაც მოსწავლე სრულყოფილად უნდა დაეუფლოს კითხვის უნარ-ჩვევებია. თუმცა კითხვა
გააზრების გარეშე კითხვა არ არის. ხშირად შეგვხვედრია ბავშვი, რომელსაც შეუძლია სიტყვების
წაკითხვა, მაგრამ თუ შევეკითხებით რა წაიკითხა, ვერაფერს ამბობს. ამ მოვლენას რამდენიმე
მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, კერძოდ:
Ø გაუწაფავი
კითხვა - მოსწავლე იმდენად დიდ ენერგიას ხარჯავს სიტყვების ამოცნობაზე, რო „ეკარგება“
მათი მნიშვნელობა.
Ø მოტივაციის
არქონა - მოსწავლეს იმდენად არ სჭირდება ან არ აინტერესებს ტექსტის აზრობრივი შინაარსი,
რომ ვერ ახერხებს მასში გადმოცემულ ინფორმაციაზე კონცენტრირებას.
Ø მოსწავლის
კითხვის დონისა და ტექსტის კითხვადობას შორის შეუსაბამობა - ტექსტი იმდენად რთულია
ლექსიკურად და სინტაქსურად, რომ მოსწავლე ვერ ახერხება აზრების გამოტანას და ერთმანეთზე
გადაბმას.
თავისი საქმიანობის პროცესში მასწავლებელი შიეძლება გადააწყდეს რომელიმე ამ
ფაქტორს.
უარეს შემთხვევააში კი სამივეს ერთად. აქედან გამომდინარე როგორც დამრიგებელი და ასევე
საგნის მასწავლებელი მაქსიმალურად ვცდილობ ვასწავლო ბავშვებს გაწაფული კითხვა,
ავუმაღლო მოტივაცია და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ტექსტის
გაგება/გააზრებას და შესაბამისად როგორც ზეპირი, ისე წერითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას,
რათა ჩემს მოსწავლეებს, შემდგომ კლასებში
გაუადვილდეთ სწავლის წარმატებით გაგრძელება . დაწყებითი საფეხური მოიცავს I - VI
კლასებს, მაგრამ დღევანდელი საჯარო სკოლების უმრავლესობაში დაწყებითი საფეხურის
მასწავლებელი ასწავლის I – IV კლასში შემავალ სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებს,
ხოლო მეხუთე კლასიდან იწყება საგნობრივი სწავლება , ყოველ საგანს საგნის
კვალიფიციური მასწავლებელი ასწავლის . ამიტომ მნიშვნელოვანია საჭირო უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება მოხდეს მეოთხე კლასის დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობიერებული მაქვს, რომ მესამე-მეოთხე
კლასში, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიმართულებით საუკეთესო შედეგები უნდა მქონოდეს.
თუმცა ჩემი
მოლოდინი ნაწილობრივ არ გამართლდა. სასწავლო წლის
დასაწყისში მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის
სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
მაჩვენებელი საგრძნობლად გაუარესდა. განსაკუთრებით იმ
მოსწავლეების, რომლებმაც მეორე კლასი საუკეთესო შედეგებით დაასრულეს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა წერით
ნაწილში, რომელიც მოითხოვდა ტესტის
წაკითხვასა და წაკითხულის გააზრებას .
მიღებულმა შედეგებმა შემაშფოთა.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ ,,კითხვის ეფექტური მეთოდების გზამკვლევში“ (
გვ.6) ვკითხულობ ,, კვლევების
შედეგები ადასტურებს, თუ მოსწავლემ ცხრა
წლის ასაკს ისე გადააბიჯა, რომ კითხვის
საბაზისო უნარები არასათანადოდ ჩამოუყალიბდა, მისი შემდგომი აკადემიური მოსწრება
დიდი საშიშროების წინაშე დგება“.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
კი დამრიგებელი ვალდებულია, დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო
გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.
კარგად მაქვს
გაცნობიერებული, რომ წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე ,თუ
რამდენად ეფექტურია მკითხველი. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მეთოდურ
გზამკვლევში(გვ.29) ვკითხულობ, რომ
წაკითხულის გააზრებაზე ზეგავლენას ახდენს ორი ფაქტორი: 1) ტექსტის ხასიათი 2)
მკითხველის ფსიქოლოგიური განწყობა და მისგან გამომდინარე მოტივაცია..
ამიტომ საჭირო იყო სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად კითხვის ეფექტური მოდელების
ნახვა და საკუთარ პრაქტიკაში აპრობირება,
მოსწავლეებში მოტივაციის ამღლება .
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო
იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. პრობლემის მიზეზების გარკვევის მიზნით კარგად
გავაანალიზე ჩემს მიერ ჩატარებული სამუშაოები და აი რა დასკვნა გამოვიტანე : მესამე კლასი მეორე კლასთან შედარებით უფრო
გართულებულ პროგრამას მოითხოვს, ამიტომ ტექსტები, ტესტები და დავალებებიც
მეტნაკლებად რთული იყო. აქ არ არის საუბარი კონკრეტული საგნის მიმართულებაზე ,
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილთან შედეგები ყველა საგნის მიმართულებით თითქმის
ანალოგიური იყო. პირველად ვიფიქრე , შესაძლებელია ტესტები და სხვა სამუშაოები
მათთვის ზედმეტად რთული იყო , მაგრამ არა:
როცა ტექსტს ან დავალების პირობას მე წავუკითხავდი , პასუხი თითქმის ყველასთან
კარგი და სწორი იყო. აქედან გამომდინარე დავრწმუნდი , ტექსტის ხასიათი და სირთულე
ასაკთან შესატყვისი იყო და მათი ცოდნის
ნაწილი მოსმენით არის მიღებული. მათ უყვართ როცა უკითხავენ, რაც დამახასიათებელია
ზოგადად I
- II კლასის მოსწავლისათვის. როცა დამოუკიდებლად პირობის წაკითხვასა და გააზრებაზე მიდგა საქმე,
შედეგები ისევ არასახარბიელო იყო:
სამუშაოს ასრულებდნენ დროზე ადრე და წაკითხულის
ზედაპირულად გააზრებით
ასრულებდნენ დავალებას. აქ უკვე თავს იჩენს მოსწავლის ფსიქოლოგიური
განწყობა და მოტივაცია: ტესტს, პირობას კითხულობს ფორმალურად , მხოლოდ სიტყვებით,
უბრალოდ დავალების შესასრულებლად და არა
კარგი შედეგისათვის. ნებისმიერ საგანში დავალების ინსტრუქციის გააზრება მისი
სწორად შესრულების უმთავრესი წინაპირობაა. მოსწავლეებს მოსწონთ როცა რამდენჯერმე და ზედმიწევნით ვუხსნი იმას, თუ რა
და როგორ უნდა შეასრულონ. ბავშვებიც მაშინვე იაზრებენ დავლების ინსტრუქციას და
შედეგიც კარგია: თითქმის ყველა მოსწავლე უშეცდომოდ ასრულებს დავალებას. თუმცა,
როდესაც მოსწავლეებს ინსტრუქციის წაკითხვა/ გააზრება დამოუკიდებლად უხდებათ,
სამწუხაროდ, შედეგი ნაკლებად სახარბიელოა. მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი
ასრულებს დავალებას სწორად.
სწორედ ეს იყო
კლასის პრობლემა, რომ მოსწავლეთა
გარკვეული ნაწილი ვერ ახდენდა წაკითხულის გააზრებას და პასუხს სცემდა ზედაპირულად , სწრაფად და
ზერელედ , რაც კი თვალში მოხვდებოდათ, და არ ეძებდნენ პასუხს უფრო სიღრმისეულად ,
ტექსტისა და პირობის გააზრების კვალდაკვალ.
კლასის
აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე წაკითხულის
გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები ასეთ სახით ჩამოვაყალიბე:
ü სწორად ვერ ასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოებს;
ü დაბალია მოტივაცია და შესაბამისად დაბალია აკადემიური მაჩვენებლის დონეც;
ü დავალებას ასრულებენ სწრაფად
და გაუაზრებლად, შესაბამისად შეცდომებით;
ü დავალებას მხოლოდ „დავალების
შესრულებისათვის“ ასრულებენ;
ü მაწავლებლის მიერ შეთავაზებული
„ხარაჩოების“ გამოყენებით უკეთესად ასრულებენ დავალებებს, ვიდრე დამოუკიდებლად.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
პროფესიულად მზარდ მასწავლებელს უნდა შეეძლოს
პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის
გზების ძიება , ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების
პოვნა და პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა(მასწავლებლის საქმიანობის დაწყების ,პროფესიული
განვითარებისა და კარიერული და პროფესიული განვითარებისა და სქემის გზამკვლევი მე-2 ნაწილი). ჩემს პრაქტიკაში
წარმოქმნილ პრობლემამ დამაფიქრა და პრობლემიდან
გამომდინარე დავიწყე პრაქტიკული კვლევის მიმართულებით ლიტერატურის დამუშავება.
კვლევის განხორციელებაში განსაკუთრებით სწორი და მიზანმიმართული დახმარება გამიწია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის მეორე ნაწილში მოთავსებულ თემამ ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“გვ.61-88, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი
კვლევის განხორციელების ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები და ა.შ. ამასთან ერთად მომცა გამბედაობა და შესაბამისი ცოდნა კვლევის განხორციელებისათვის. ინტერვენციისათვის
დეტალურად წავიკითხე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
გამოცემული სახელმძღვანელო ,,კითხვის ეფექტური მეთოდები“, ვნახე სასწავლო-მეთოდური
ფილმი, გზამკვლელთან ერთად. კითხვის მიმართულებით პრობლემის დაძლევის გზების ძიებისას
ვხელმძღვანელობდი მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოთი ,,დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევი“, რომელშიც კარგად არის აღწერილი გაკვეთილზე გამოსაყენებელი აქტივობები სხვადასხვა
საგნის მიმართულებით. მოსწავლეებში ფსიქოლოგიური
განწყობისა და მოტივაციის მიმართულებით პრობლემის
დაძლევის მიზნით განხორციელებულ ინტერვენციისათვის დეტალურად გავეცანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელოს ,,განვითარებისა და სწავლის თეორიები“-
2011წ., სადაც ვკითხულობ,რომ ,,მოსწავლესა და მასწავლებელს
ყოველ ახალ აქტივობაში ჩართვისათვის სჭირდება სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს
მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებელმა მოსწავლეს
სამოქმედოდ განწყობილ ძალებზე გათვლილი სასწავლო აქტივობები უნდა მიაწოდოს. სასწავლო
პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოთხოვნილება
ცნობისმოყვარეობა ცოდნის წყურვილში
გადაეზარდოს. შესაბამისად ბავშვს თვითონ გაუჩნდება სწავლის მოთხოვნილება და შესაბამისად მისი განწყობაც“
(გვ.68-69). სააზროვნო უნარების განვითარების დაბალი დონე და
მოსწავლეთა გაგება/გააზრების უნარების გავითარების ხელშეწყობაა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის მთავარი პრობლემა.
თავი
III
კვლევის მიზანი
ზემოთ განხილული პრობლემებიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია, დეტალურად შევისწავლო წაკითხულის გაგება/გააზრებასთან, სააზროვნო უნარების განვითარებასთან დაკავშირებული
სირთულეები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს სწავლა - სწავლების
პროცესს და აამაღლებს მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებელს.
შესაბამისად მოამზადებს მოსწავლეებს საბაზო საფეხურისათვის.
კვლევის ამოცანა
კვლევის მთავარი ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ საკვლევ საკითხებს:
გავარკვიო მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი;
განვსაზღვრო მიცემულ დავალებათა
სირთულის დონე;
შევისწავლო მოსწავლეთა ფსიქოლოგიური განწყობა;
დავაკვირდე მოსწავლეთა
დამოკიდებულებას საკუთარი დაბალ აკადემიურ მოსწრებისადმი;
მივაწოდო მოსწავლეებს
სააზროვნო უნარების განვითარების ხელიშემწყობი დავალებები;
გავიგო მსგავსი პრობლემის
არსებობა კოლეგებთან და მათი აზრი ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე;
ჩავრთო მშობლები სასწავლო
პროცესში და დავაკვირდე მათთან თანამშრომლობის როლს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში;
მოვიძიო წაკითხულის გააზრებასთან
დაკავშირებული პრობლემები გადაჭრის გზები;
შევცვალო ტექსტთან მუშაობის
შინაარსი და ფორმატი;
გამოვიყენო კოლეგებთან
თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრისას.
თავი IV
კვლევის
გეგმა
აღნიშნული პრობლემის მთავარ კითხვაა, რამ
გამოიწვია კლასში მოსწავლეთა გარკვეული
ნაწილის აკადემიური მოსწრების მკვეთრი ცვლილება და
რამდენად განვითარებული აქვთ მოსწავლეებს სააზროვნო უნარები?
კვლევის
პრობლემურ კითხვაზე პასუხის გასაცემად:
v შევიმუშავე კვლევის გეგმა;
v შევარჩიე კვლევის სამიზნე ჯგუფი: IIIზ კლასის მოსწავლეები;
v შევქმენი კვლევის დაკვირვების
დღიური.
კვლევის
დაკვირვების დღიური წარმოადგენს კვლევის პროცესის თანაგზავრს, სადაც აღნუსხულია კვლევის პროცესის ყველა ეტაპი, დაკვირვების შედეგები,
ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები, რომელიც დამეხმარება კვლევის პროცესში ღირებული
იდეების დასაბუთებასა და შესაბამისი დასკვნების
გამოტანაში.
თავი V
მონაცემების შეგროვება
არსებული
პრობლემის დაძლევის გზების ძიებისას
ვიხელმძღვანელე მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის მეორე ნაწილით და დავიწყე
მონაცემთა შეგროვება. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი
მეთოდები. კერძოდ, ჩაღრმავებული ინტერვიუ,
წერილობითი გამოკითხვა - ანკეტირება, დაკვირვება - აღწერითი და შერჩევითი , ფოკუსჯგუფი. აღნიშნული
მეთოდები დამეხმარა ობიექტური დასკვნების გამოტანაში.
ჩაღრმავებული ინტერვიუ – ჩაღმავებული ინეტრვიუ განხორციელდა დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან, რამაც საშუალება მომცა უფრო დეტალური ინფორმაცია მიმეღო კოლეგებისგან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და პასუხი გამეცა შემდეგ კითხვებზე:
●
რამდენად აწუხებდათ მათ იგივე პრობლემა?
●
რას ფიქრობენ პრობლემის მთავარ მიზეზზე?
ფოკუსჯგუფი - წარმოადგენდა 8 მშობელს.
ეს იმ მოსწავლეთა მშობლებია ,რომელთა შვილებმაც ძალიან კარგად დაამთავრეს მეორე კლასი,
ხოლო მესამე კლასის
დასაწყისშივე ყველაზე მკვეთრად ჩანდა მათში
წაკითხულის გააზრების პრობლემები . ამ მეთოდის მიზანია მშობლების
დამოკიდებულების გარკვევა აღნიშნული პრობლემისადმი და პრობლემის არსის გაცნობიერება.
პრობლემის დაძლევის გზებთან დაკავშირებით ავირჩიე
თავისუფალი, გულახდილი საუბარი. ჩემი მიზანი იყო გამეგო რა გზებით ცდილობენ დაეხმარონ
თვიაანთ შვილებს სააზროვნო უნარების განვითარებაში და წაკითხულისა თუ მოსმენილის გააზრებაში.
აღწერითი დაკვირვება- ეს მეთოდი გამოვიყენე კვლევის საწყის ეტაპზე. ვინაიდან წაკითხულისა და
მოსმენილის გააზრებაზე, ზოგადად სააზროვნო უნარების განვითარებაზე გავლენას ახდენს ტექსტის ხასიათი, სირთულე და მისი შინაარსობრივი
მხარე. ამიტომ დაკვირვებისათვის შევარჩიე მოცულობით
ძალიან პატარა და მარტივად გასააზრებელი ტექსტი, თანდართული მინიშნებითი კითხვებით, განსაზღვრული დროის ლიმიტით. აღწერითი დაკვირვება
ორი მიმართულებით განვახორციელე- პირველი:
Ø ტექსტს დამოუკიდებლად
კითხვა და კითხვებზე პასუხის დამოუკიდებლად გაცემა;
Ø მეორე - ტექსტი
წავუკითხე , ხოლო პასუხს სცემდნენ მოსწავლეები .
აღნიშნული მეთოდის მიზანი იყო, გავრკვეულიყავი ზოგადად სიტუაციაში და პასუხი მიმეღო
საკვლევ კითხვაზე: აქვთ თუ არა მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი? ხომ არ არის
წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი ტექსტის დავალების სირთულე? რამდენად გაიაზრეს ტექსტის
თემა, შინაარსი და ძირითადი არსი.
შერჩევითი დაკვირვება-ეს მეთოდი
გამოვიყენე პრობლემის საკითხების უფრო დაზუსტებისათვის. დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის მეთოდურ გზამკვლევში ვკითხულობ, რომ წაკითხულის გააზრებაზე გავლენას ახდენს მოსწავლის ფსიქოლოგიური განწყობა და მოტივაცია. ამ მოსაზრების დამაჯერებლობის მიზნით
შერჩევითი დაკვირვებისათვის გამოვიყენე კლასის მართვის პროგრამა და ბუკების საშუალებით გასააზრებლად გადავუგზავნე მარტივი ტექსტი თანდართული კითხვებითა
და დროის ლიმიტით.
წერილობითი
გამოკითხვა-ანკეტირება- ამ მეთოდს მივმართე
, რათა პასუხი მიმეღო კითხვაზე: უყვართ თუ არა მოსწავლეებს კითხვა? განიცდიან თუ არა
ისინი დაბალ აკადემიურ მოსწრებას? როგორ იქცევიან მოსწავლეები რთული დავალების შესრულების
დროს? წინასწარ ჩამოვაყალიბე კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო
მოსწავლეთა გამოკითხვისათვის. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეთა მხრიდან , რამდენად ყურადღებით ეკიდება იგი შესასრულებელ დავალებას. შეუძლია თუ არა საკუთარი თავის მართვა უკეთესი შედეგების მიმართულებით.
თავი VI
მონაცემთა
ანალიზი
ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს მასწავლებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლებად
ყველას აწუხებდა, ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა IIIთ კლასის მასწავლებელი, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. პრობლემის
გამომწვევ მიზეზად კოლეგები მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ განწყობას ახასიათებენ, აქედან
გამომდინარეობს შესაბამისად მოსწავლეთა მოტივაციაც- ტექსტს კითხულობენ ფორმალურად
,,გაკვეთილის სასწავლად“ , და არა-წაკითხულის გასააზრებლად.
გარდა ამისა , აღნიშნული პრობლემის ერთ -ერთ მთავარ მიზეზად მესამე კლასში
მშობელთა ყურადღების მნიშვნელოვნად შემცირებას ასახელებენ. ამ ასაკის მოსწავლეთა მშობლები
ფიქრობენ, მათი შვილი უკვე იმ ასაკშია , რომ დამოუკიდებლად უნდა შეძლოს მუშაობა და
აღარ სჭირდება მას დახმარება. ინტერვიუდან მიღებული მონაცემები
მშობელთა ჩართულობის მიმართულებით ასე გამოიყურება:

ფოკუსჯგუფის
შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, შერჩეული
8 მოსწავლის მშობლიდან 3 მშობელი დასაქმებული
იყო ისეთ სამსახურში, რომელთა სამუშაო გრაფიკი ხანგრძლივი და დამღლელია.
ამიტომ აღარც დრო რჩებათ და აღარც ენერგია იმისათვის ,რომ ყურადღება მიაქციონ შვილის
სწავლა -აღზრდის საქმეს. ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე ისინი ფიქრობენ შვილის დაპურებაზე და არა-განათლებაზე. 3 მოსწავლის მშობელი ფიქრობს , რომ ამ პრობლემის მიზეზი ასაკია.
რადგან მათი შვილები 6 წლის ასაკში ვაჟების
დედებთან საუბრისას სულ სხვა პრობლემა გამოიკვეთა:
1 მათგანი ბავშვს საგაკვეთილო ტექსტებს თვითონ უკითხავდა , რადგან მას კითხვა ეზარებოდა
და ამ პრობლემების გამო ფიქრობს , რომ ეს მეთოდი საუკეთესო გამოსავალი იყო, რადგან
მოსმენით საუკეთესოდ იგებს ყველაფერს და ასე რომ არ მოიქცეს, საერთოდ გაზარმაცდებოდა.
1 მშობელს ოჯახური პრობლემა აწუხებს, კერძოდ,მეუღლესთან გაშორებულია და, თავისი პრობლემებიდან
გამომდინარე, ფიქრობს ,რომ ბავშვისთვის მთავარი მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნაა. მშობლებთან გულახდილი
საუბრისას გამოიკვეთა, რომ მათი შეხედულება
აღნიშნული პრობლემის მიმართ უფრო ზედაპირულია და ნაკლებად უნდა მქონდეს მათი იმედი
პრობლემის დაძლევის გზების ძიებისას. ამიტომ დაძლევის გზები თვითონ უნდა მომეძებნა.
აღწერითი
დაკვირვებისას - წაკითხულის გააზრების დიაგნოსტიკისათვის საწყის ეტაპზე
შევქმენი ტესტი (დანართი2). ტესტი იყო მარტივი და ძალიან მცირე მოცულობის .ტესტს თანდართული
ჰქონდა კითხვარი, რომლის პასუხებიც იქვე იყო მოცემული სხვადასხვა ვარიანტის სახით.
მოსწავლეს ყურადღებით უნდა წაეკითხა ტექსტი და ამის შემდეგ აერჩია პასუხები. ტესტის
შესრულებისათვის განსაზღვრული იყო დრო. აღწერითი
დაკვირვებისას განხორციელებული აქტივობის ანალიზისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეების უმრავლესობამ არ გამოიყენა დროის ხანგრძლივობა და
გააზრების შედეგებიც შესაბამისად არ იყო კარგი
, მიუხედავად ტექსტის მოცულობის სიმცირისა და სიმარტივისა. მსგავსი ტექსტი როდესაც
მე წავუკითხე და მათ მხოლოდ პასუხების შერჩევა დავავალე , შედეგი გაცილებით უკეთესი
იყო. აღწერითი დაკვირვების ანალიზმა მაჩვენა ,რომ საჭირო იყო ჩემს პრაქტიკაში რაღაც
სიახლის შეტანა, კითხვის ეფექტური მეთოდების
მიმართულებით, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო უკეთ ისმენენ, ვიდრე კითხულობენ.
შერჩევითი
დაკვირვების ანალიზმა მაჩვენა,
რომ დიდია მოტივაციის გავლენა სწავლაზე, ბავშვი
სიამოვნებას თამაშისაგან იღებს, თამაშში მნიშვნელოვანია შედეგი, გამარჯვება, გამარჯვებისათვის
უნარის განვითარება.მოტივი ეს არის პიროვნების შინაგანი მიდრეკილება ამა თუ იმ აქტივობის
განსახორციელებლად, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან.
სწორედ ამ მოთხოვნებმა მოსწავლე აიძულა საკუთარი
თავი ემართა იმისათვის,რომ უკეთესი შედეგი
მიეღო. სწორედ ასე მოხდა შერჩევითი დაკვირვებისას
„Quiz ტესტზე“ მუშაობისას, ყველა მოსწავლემ, რომელთანაც მქონდა ძირითადად გააზრების
პრობლემები, საუკეთესოდ გაართვა თავი დავალებას
იმისათვის, რომ ჰქონოდათ მეორე ტურში
თამაშის უფლება.
გამოკითხვა
-ანკეტირების შედეგებმა დამარწმუნა, რომ ასაკის მატებასთან ერთად
იკლებს კითხვის მოტივაციაც. ნაკლებად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.
მათი თვალსაწიერი ფართოვდება და მათ აზროვნებაში უფრო მეტ ადგილს იკავებს გართობის მოთხოვნილება
. ნაკლებად აღელვებთ აკადემიური მოსწრებისა და დავალების სირთულის მიმართულებით წამოჭრილი პრობლემები. მათ სწავლის
წასახალისებლად მოტივაცია სჭირდებათ
მონაცემთა
ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემური
საკითხები:
1.
წაკითხულის
გააზრების პრობლემა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საერთო პრობლემაა. საჭიროა
ამ პრობლემის მოგვარებისათვის თანამშრომლობითი
მიზანმიმართული მუშაობა ,რაც ითვალისწინებს გაკვეთილების სწორად დაგეგმვას და მასში
სიახლეების შეტანას. ვინაიდან აღნიშნული პრობლემის
მოგვარებაში მშობლის როლი მხოლოდ 10%-ს შეადგენს.
2.
საგაკვეთილო პროცესში ტექსტზე მუშაობის აქამდე არსებული მეთოდები
ვეღარ იძლევა მყარ საფუძველს წაკითხულის გააზრებისათვის.
საჭიროა ახალი მეთოდების განხორციელება , რადგან ამ ასაკის მოსწავლეებს უყვართ სიახლეები, ბეზრდებათ ერთფეროვანი გაკვეთილები’
3. მოსწავლეებს არა აქვთ სათანადოდ ჩამოყალიბებული
ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევები.
4.
მოსწავლეები უფრო
უკეთ ისმენენ და იგებენ, ვიდრე კითხულობენ. საჭიროა კითხვის მიმართულებით დაიგეგმოს და განხორციელდეს შესაბამისი აქტივობები.
ინტერვენციების
განხორციელება.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დავგეგმე ორი
სახის ინტერვენცია:
1. ტექსტზე
მუშაობის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა – გულისხმობს ყოვედღიურ საგაკვეთილო პროცესში ტექსტთან მუშაობის
სტრუქტურის განხილვას, მისი
შემადგენელი კომპონენტების აღქმა/გააზრებას და საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანას.
ამ ინტერვენციის ფარგლებში მოიაზრებოდა გაკვეთილის გეგმის შედგენისას კითხვის ეფექტური
მეთოდებისა და სტრატეგიების ხშირი მიზანმიმართული გამოყენება, რომელიც დამეხმარებოდა წაკითხულის გააზრების მიმართულებით წამოჭრილი პრობლემის
დაძლევაში. სააზროვნო უნარების განვიტარების მიზნით ხშირად უნდა დაიგეგმოს და ჩატარდეს
,,თავისუფალი გაკვეთილი“. ეს არ იქნება სტანდარტული
გაკვეთილი. მოსწავლეები დასხდებიან წრეში რომლის შუაგულში დგას თავისუფალი სკამი. მოსწავლეები
სურვილის მიხედვით დასხდებიან ამ სკამზე და
ისაუბრებენ მათ მიერ წაკითხული მცირე მოცულობის ტექსტის შინაარსზე. ეს მეთოდი დამეხმარება
განვსაზღვრო თითოეული მოსწავლის აზროვნების დონე.
2. მოსწავლის აზროვნება არაფორმალურ
გარემოში -მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების
მიმართულებით განწყობისა და მოტივაციის
ამაღლების მიზნით მოსწავლეები გავიყვანე სტუდია „ანდამატში“. ქართული ენის გაკვეთილის
ნ.ბოკოჩავას ,,პურის ფულის“ შესწავლის შემდეგ
მოსწავლეები წავიყვანე სტუდიაში. მოსწავლეებმა სტუდიის ხელმძღვანელისაგან მოისმინეს
დავალების ინსტრუქცია, ანუ უნდა დაენუშავებინათ თიხა და გამოეძერწათ სახილე. ბავშვებმა
წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებას. შემდეგ ვთხოვე დაეწრათ ესე:,,ჩემს მიერ
შექმნილი პირველი ნივთი“. ჩემი მიზანი გახლდათ წერითი აზროვნების განვითარება.
პირველი ინტერვენცია:
წაკითხულის გააზრება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და რაც უფრო მრავალფეროვან სტრატეგიებს,
მეთოდებსა და აქტივობებს გამოიყენებს
მასწავლებელი , მოსწავლეებს უკეთ განუვითარდებათ სააზროვნო უნარები. ინტერვენციის საწყის ეტაპზე მოვახდინე არსებული
გაკვეთილის გეგმის სტრუქტურის განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე
ქართული ენის გაკვეთილებზე , რადგან ძირითადად
ეს საგანი იძლევა ყველაზე დიდ საშუალებას წაკითხულის გააზრებასთან
გაჩენილი პრობლემის დაძლევაში.
ტექსტზე მუშაობისას საჭირო იყო
სიახლის შეტანა , რადგან არსებული მეთოდები ვეღარ იძლეოდა მყარ საფუძველს გაგება- გააზრებისათვის. ვცდილობდი ახალი მეთოდები და სტრატეგიები დიდი
სიფრთხილით გამომეყენებინა - შედეგიც და
შესაბამისად მოტავაციაც ამ მეთოდის მიმართ დადებითი უნდა ყოფილიყო. აქტივობების შერჩევისას ვხელმძღვანელობდი პრინციპით: რა უნდა ვიცოდე, რისი უნდა მჯეროდეს, რისი გაკეთება უნდა შემეძლოს, რისი სურვილი უნდა მქონდეს და როგორ უნდა ვიქცეოდე, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს წაკითხულის
გააზრებასთან დაკავშირებით პრობლემის
დაძლევაში .
ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა ქართული ენის გაკვეთილებზე. გაკვეთილის გეგმის შედგენისას მიზანმიმართულად
და სისტემატიურად შევიტანე ცვლილებები,
კერძოდ დავალებას ახსნილი ტექსტის მიხედვით კი არ ვაძლევდი , სრულიად უცხო ტექსტს
შევარჩევდი, რომელიც შინაარსობრივად ახლოს იდგა ახსნილ მასალასთან და უცხო ტექსტის
გააზრების მიხედვით ვაძლევდი დავალებას. ამ მეთოდით დავალებას ვაძლევდი კვირაში
ერთხელ. გაკვეთილისათვის უპირატესობა ჯგუფურ
მუშაობას მივანიჭე, რადგანაც
„ მასწავლებლის ძირითადი ფუნქცია,ხელი შეუწყოს მოსწავლის სწავლას ისეთი
პირობების შექმნით, რომლის შედეგადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად წარმართავენ
სწავლის პროცესს“ (განვითარებისა და სწავლისა და თეორიები -2011წ გვ.174).
აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებისათვის ჯგუფური მუშაობა ყველაზე ეფექტურია. ვცდილობდი ჯგუფის
ლიდერებად ის მოსწავლეები მყოლოდა ,
რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებდათ გაგება/გააზრების
პრობლემა. მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების
გათვალისწინებით ყოველი კვირის
პარასკევს ერთი
ქართული ენის გაკვეთილ, ვუწოდეთ „თავისუფალი გაკვეთილი“, რომელიც არაფორმალურ,
თავისუფალ გარემოში ჩატარდებოდა. ამ დღისათვის წასაკითხად
ვარჩევდი საინტერესო, ილუსტრირებულ
ტექსტებს. საიფორმაციო ტექსტების გააზრებაში განსაკუთრებულად დამეხმარა 3დ სერიის
წიგნები, რომელიც საქართველოს ისტორიულ წარსულს ასახავს სხვადასხვა მეფის მეფობის ხანაში.
მეორე ინტერვენცია:
მეცნიერულად გამოკვლეულია და დადასტურებულია წაკითხულის
გააზრების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია: მასწავლებლის მიერ დასმულ
შეკითხვებზე პასუხის გაცემა და კითხვების
ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე მეორე ინტერვენციისათვის გამოვიყენე მოსწავლეთა მიერ არაფორმალურ გარემოში, კერძოდ
სტუდია „ანდამატში“ , მიღებული შთაბეჭდილებების წერილობითი სახით გადმოცემა.
წერითი სააზროვნო უნარების განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრებისათვის. მოსსწავლეებს ჰქონდათ
დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება და იყვნენ შემოქმედებითები. ეს იყო „სწავლა
კეთებით“, ხოლო მისგან მიღებული შთაბეჭდილებები წერითი სააზროვნო უნარების
განვითარების მიზნით დაწერილი ესეებით გამდიდრდა. ასეთი მეთოდებით სწავლება ხელს
უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულაციას. კარლ როჯერსის აზრით, მასწავლებლის ძირითადი
ფუნქციაა „ხელი შეუწყოს მოსწავლის სწავლას ისეთი პირობებით, რომლის შედეგადაც
მოსწავლეები დამოუკიდებლად წარმართავენ სწავლის პროცესს(განვითარებისა და სწავლისა და
თეორიები -2011წ გვ.174)“ამ მეთოდით სწავლება სოციალური დასწავლის ერთ-ერთი
ცნებაა, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულაციას.
პირველი ინტერვენციის შედეგები:
ახალი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით ვგეგმავდი და ვატარებდი გაკვეთილებს . გაკვეთილზე
ვიყენებდი განსხვავებული სტრატეგიის სხვადასხვა აქტივობებს . ახალი მეთოდებისა
და აქტვობების ჩართვამ საგაკვეთილო პროცესში გამოიწვია მოსწავლეების მაღალი მოტივაცია. ეს მეთოდები დაეხმარა მათ წაკითხულის
გააზრებაში, შედეგად ხელი შეუწყო მათი სააზროვნო უნარების განვიტარებას. პრობლემა, რომელიც ჰქონდათ მოსწავლეთა
გარკვეულ ნაწილს აღმოიფხვრა შემეცნებითი თამაშებით.
მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ გაკვეთილზე თითოეული მოსწავლის ჩართულობას და მოტივირებას განსაზღვრავს მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობების გამოყენება; დადებით შედეგს იძლევა უმცროსკლასელთა სწავლებისას ბავშვის ფსიქოემოციური თავისებურებების გათვალისწინება. სწავლებისას
კორნელის ჩანაწერების გამოყენება, რომელიც მცირედი ცვლილებით მოვარგე ჩემს პრაქტიკას,(
დანართი 1) იძლევა წაკითხულის
გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის
კარგ საშუალებას და ამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
კორნელის ჩანაწერს ავსებდნენ ჯგუფებში, ახალი მასალის ახსნის საწყის ეტაპზე ,
დამოუკიდებლად წაკითხული ეპიზოდიდან გამომდინარე თავიანთი მოსაზრებებით ავსებდნენ
სქემას: საინტერესო კითხვები, მნიშვნელოვანი მოვლენა. აქვე უნდა აღინიშნოს ის
გარემოებაც , რომ ფსიქოლოგიური განწყობისათვის ვიყენებდი თამაშის ელემენტებსაც-
რომელ ჯგუფმა იმუშავა უკეთ? რომელი ჯგუფის წევრებია უკეთესად მოაზროვნე? ვინ
უკეთესი ლიდერია? თამაშის ელემენტების გამოყენება
აძლიერებს მოსწავლეთა მოტიავაციასა და ჩართულობას. ახალი მასალის
განზოგადოებამდე მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობენ უკეთ წაიკითხონ და გაიაზრონ ტექსტი , რათა ჯგუფებს
შორის მაღალი შეფასება დაიმსახურონ. ,,თავისუფალმა
გაკვეთილმა“ ნათლად დამანახა,რომ მასწავლებელს შეუძლია აღმოჩენილი პრობლემების დასაძლევად მიზანმიმართულად დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა
და ამით უფრო ეფექტური გახადოს წაკითხულის
გააზრება და სააზროვნო უნარების განვითარება მოსწავლეებში. განსაკუთრებით კი საინფორმაციო ტექსტებში პროცესში, რაც ყველაზე მეტად
უჭირთ ზოგადად დაწყებითი კლასის
მოსწავლეებს. მაშინ როდესაც მოსწავლეები მუშაობდნენ 3დ წიგნებში და კითხულობდნენ
მათთვის საინტერესო ინფორმაციებს. ისინი ერთგვარ მკლევარებად იქცნენ და საოცარი ენთუზიაზმით ეძებდნენ ჩანართების სახით
დამალულ ინფორმაციებს, რომელიც მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა . ეს იყო კვლევის
ყველაზე დიდი წარმატება: კითხვით მიღებული სიამოვნება.
მეორე ინტერვენციის
შედეგები:
მეორე
ინტერვენციისათვის დავგეგმე მოწავლეთა
გაყვანა სხვა გარემოში და იქ შექმნილი აქტივობებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა
ესეს სახით, აქვე გამოვიდა ინტეგრირება ხელოვნებასთან. ასევე რამდენიმე დღის შემდეგ ვთხოვე დაესვათ ერთმანეთისათვის კითხვები ამ დღესთან
დაკავშირებით. კითხვების სწორად ფორმულირებით მოსწავლეები ლოგიკური აზროვნების უნარს ივითარებენ. ეს სტრატეგია იძლევა მოსმენილის, ნანახის უკეთ
გაგების საშუალებას. კითხვის დამოუკიდებლად დასმისას მოსწავლე
სწავლობს ინფორმაციის ამოკრებას და ინტეგრირებას. მაგ. მოსწავლეს შეიძლება ვთხოვოთ, დასვას
კითხვები ტექსტში გადმოცემული ძირითადი აზრის შესახებ. კითხვები ეხმარება მოსწავლეს, კარგად გაიგოს ტექსტის შინაარსი.
კითხვები წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით ეფექტურია კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად,
რადგანაც მოსწავლე:
Ø უკეთ
იგებს კითხვის მიზანს;
Ø ყურადღებას
ამახვილებს შესასწავლ მასალაზე;
Ø აქტიურად
აზროვნებს კითხვის დასასმელად;
Ø ამოწმებს საკუთარ თავს ტექსტის გაგება/გააზრებაში;
Ø
აანალიზებს ტექსტს, აკეთებს დასკვნებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ
თვიანთი მოსაზრებები, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გაითვალისწინონ რჩევები უკეთესი შედეგების
მიაღწევად. ეს საუკეთესო ხერხია იმისათვის,
რომ შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი - სინთეზის გზით არგუმენტირებული
პასუხების შესაძლებლობა. დაინტერესდნენ და სიღრმისეულად
წაიკითხონ სხვადასხვა მასალა.
ინტერვენციის
შეფასება
ინტერვენციების დასრულების
შემდეგ მინდოდა ჩემი შედეგები მეჩვენებინა
კოლეგებისათვის. ამისათვის პირველი
ინტერვენციის ფარგლებში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის
მიზანი იყო კოლეგებისათვის მეჩვენებინა,
რა შედეგები გამოიღო განსხვავებული
აქტივობებითა და დავალებებით მუშაობამ, როგორ ამაღლდა მოსწავლეთა წიგნიერება , დაიხვეწა
წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი, განივითარდათ თუ არა სააზროვნო უნარები.
კათედრაზე მოვახდინეთ აღნიშნული გაკვეთილის განხილვა . განხილვის შედეგებმა მიჩვენა ,რომ უცნობ ტექსტზე დამოუკიდებლად
მუშაობამ საოცრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოლეგებზე.
მეორე ინტერვენციისათვის მოვახდინე
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ინტერვენციის დადებითი შედეგი. მეორე
ინტერვენციისათვის დავგეგმე მოწავლეთა
გაყვანა სხვა გარემოში და იქ შექმნილი აქტივობებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა
ესეს სახით, აქვე გამოვიდა ინტეგრირება ხელოვნებასთან. ასევე რამდენიმე დღის შემდეგ ვთხოვე დაესვათ ერთმანეთისათვის კითხვები ამ დღესთან
დაკავშირებით. მოსწავლეებში
აღმოიფხვრა წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები.
თავი
VIII
მიგნებები და რეკომენდაციები
ჩატარებულმა სამუშაოებმა ნათლად დამანახა, რომ წაკითხულის გაგება-გააზრების
სა სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით უკეთესია
სისტემატიური მუშაობა წარვმართო, ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების , მათი
ინტერესების, მისწარფებების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ახალი ინოვაციების დანერგვა კიდევ უფრო მეტად
უწყობს ხელს მოსწავლეთა მხრიდან წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემის დაძლევაში.
მასწავლებელმა უნდა შეძლოს რომ მოსწავლეს
ცნობისმოყვარეობა - ცოდნის წყურვილში გადაეზარდოს. სწორედ ასეთი შედეგები მივიღე ცემს მიერ დაგეგმილი აქტივობების
განხორციელებისას. ცნობისმოყვარეობა გადაიზარდა ცოდნის სიყვარულში. მოსწავლეებმა შეძლეს
„თავისუფალ გაკვეთილებზე“ წაეკითხათ და გაეგოთ ნებისმიერი სახის ტექსტი გააზრებულად.
ნებისმიერი პრობლემა მოგვარდება ,თუ ჩვენ
მიზანმიმართულად მოვძებნით და განვახორციელბთ პრაქტიკაში პრობლემის დაძლევის რეალურ გზებს.
რეკომენდაციები
Ø
მოქნილი სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ
განსაზღვრულ დროში სასურველი მიზნის მიღწევაში;
Ø
თანამშრომლობითი მუშაობა მოსწავლეთა ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლების
კარგი საშუალებაა;
Ø
საგაკვეთილო პროცესში სიახლის, ინოვაციის შეტანა იწვევს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას;
Ø
რაფორმალური გარემო ამდიდრებს მოსწავლეთა სოციალურ უნარებს, რაც საბოლოო
ჯამში, პირდაპირპროპორციულია პრობლემის დაძლევაში;
Ø
განსხვავებული არააფორმარული გარემო ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და ააქტიურებს
მათ სააზროვნო უნარებს;
Ø
დაუსახეთ მოსწავლეებს წაკითხვის მიზანი შესაფერისი ტექსტების შერჩევით;
Ø
გამოიყენეთ ხმამაღალი ფიქრი. დასვით „რატომ?“ შეკითხვები.
Ø
ასწავლეთ ტექსტის ტიპები და სტრუქტურა, გაუმდიდრეთ მოსწავლეებს ლექსიკური
მარაგი;
Ø
დააკავშირეთ კითხვა წერასთან;
Ø
ხშირად გამართეთ დისკუსიები, ასაუბრეთ მოსწავლეები წაკითხულის შესახებ;
Ø
მიაჩვიეთ მოსწავლეები გაგება -გააზრების მონიტორინგს;
Ø
დააკვირდით, თვალყური ადევნეთ და შეაფასეთ მოსწავლეები.
კვლევის ნაკლად მიმაჩნია ის, რომ ასეთი კვლევა უმჯობესი იყო რამდენიმე კლასში და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად ჩამეტარებინა. ერთობლივი დაკვირვება, მსჯელობა, შესადარებელი ჯგუფების არსებობა გაცილებით საინტერესოდ და სასარგებლოდ წარიმართებოდა; შედეგების ანალიზის და ინტერვენციების ერთმანეთისთვის და კოლეგებისთვის გაზიარება
შექმნიდა
სკოლაში
რესურსების
საკმაოდ
კარგ
მარაგს;
ნაკლია ისიც,
რომ
ძალიან
მცირე
მასალა
ამოვიღე
სწავლის
სტილის
შესახებ
თეორიებიდან.
ვინაიდან
არსებობს
ბევრი
კლასიფიკაცია,
სხვადასხვა
ავტორებისა
და
უფრო
ვრცელი
კვლევა
შეიძლება
ჩატარებულიყო;
(თუმცა
პირველი
კვლევის
და
მცირე
საკვლევი
ჯგუფის
პირობებში,
შეიძლება
გამართლებულად
ჩაითვალოს).
დასკვნა
კვლევის მთავარი კითხვაზე: „
მოსწავლეებში
სააზროვნო უნარების განვითარების გაუმჯობესების გზების ძიება“ დასკვნის სახით, პასუხი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
უპირველესად საჭიროა მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და მათი სათანადო გამოყენება. ეს გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას, სასწავლო მიზნების დასახვას, შესაბამისი სასწავლო გეგმის შემუშავებას და პრაქტიკული აქტივობების შერჩევას. აღნიშნული კვლევის
მიზანი წაკითხულის გააზრებასთან, მოსწავლეთა სააზროვნო
უნარების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები და პრობლემის
დაძლევის
ოპტიმალური გზების ძიებაა , რომელიც რეალურად გააუმჯობესებდა სწავლა - სწავლების
პროცესს და აამაღლებდა მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებელს. კვლევის ფარგლებში შევქმენი კვლევის ჯგუფი, რომელიც მესამე
კლასის მოსწავლეებისაგან შედგებოდა. კვლევაში ჩავართე მშობლები და კოლეგები. კვლევის სხვადასხვა
მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე
გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები -
განხორციელდა ორი ტიპის ინტერვენცია: საგაკვეთილო გეგმის შემადგენელი
კომპონენტებში საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა „თავისუფალი გაკვეთილების“
დაგეგმვის გზით. მოსწავლის სააზროვნო
უნარების განვიტარების მიზნით არაფორმალური გარემოს გამოყენება.
გატარებული
ინტერვენციების კოლეგების მიერ შეფასებისას გამოვლინდა, რომ ორივე მათგანი
შედეგიანი იყო. ინტერვენციების ჩვენებამ კოლეგებში იმდენად მაღალი შეფასება და მოწონება
დაიმსახურა, რომ დარწმუნებული ვარ ისინიც თავიანთ პრაქტიკაში აუცილებლად
გამოიყენებენ.
გამოყენებული
ლიტერატურა:
1.
განვითარებისა და სწავლის თეორიები- დამხმარე სახელმძღვანელო-2011წ.
2.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მეთოდური გზამკლევი
-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი ,2010 წ.
3.
,,ზოგადი განათლების შესახებ
„ საქართველოს კანონი, 2007წ http://mes.gov.ge/content.php?id=315&lang=geo
4. ეროვნული სასწავლო გეგმა
5.
კითხვის ეფექტური მეთოდები- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013 წ.
6.
კითხვის ეფექტური მეთოდები ( სასწავლო-მეთოდური ფილმი
და გზამკვლევი), 1-2 ნაწილი- 2011 წ.
7.
მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი II ნაწილი
8.
კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით სახეხურზე (I-IV კლასები
G-PRIED
-2015 წ.
9.
დანართები:
დანართი
1- კორნელის ჩანაწერები
გაკვეთილის თემა :
|
მნიშვნელოვანი მოვლენა
|
საინტერესო შეკითხვა
|
|
|
|
დანართი
2- კითხვარი მესამე
კლასის მოსწავლეთათვის.
გთხოვთ
შეავსოთ კითხვარი გულწრფელად. კითხვარი
ანონიმურია , არაა საჭირო სახელისა და გვარის მითითება.
ხშირად კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას?
1.
ძალიან ხშირად
2.
ხშირად
3.
ხანდახან
4.
არასდროს
როგორ ფიქრობ, როდის გიადვილდება დავალების შესრულება
1.
როცა დავალებას თვითონ ვკითხულობ
2.
როცა დავალებას მასწავლებელი მიკითხავს
3.
როცა დავალებას სხვები მიკითხავენ
4.
დავალების შესრულება არასდროს არ მიადვილდება
როგორ იქცევი, როცა
დავალების შესრულებისას პირობა კარგად ვერ გაიგე?
1.
გაგების მიზნით დამატებით
ვკითხულობ
2.
თავს ვანებებ და გადავდივარ
სხვა დავალებაზე
3.
ისე ვასრულებ , როგორც
გავიგე
4.
სხვას ვთხოვ ,რომ პირობა
კარგად წამიკითხოს
როგორ აღვიქვამ ტესტირების შედეგად მიღებულ დაბალ შეფასებას
1.
ძალიან განვიცდი, მაგრამ
უკეთ მუშაობა მეზარება
2.
შემდგომი ტესტირებისას
ბევრს ვიმეცადინებ უკეთესი შედეგი რომ მივიღო
3.
კმაყოფილი იმით ,რაც მივიღე
4.
შეფასებას საერთოდ არ
ვკითხულობ
დანართი
-3 . ტესტი აღწერითი დაკვირვებისათვის
,,თავისუფალი გაკვეთილიდან“
ტექსტის გააზრება
ლომი, ვირი და მელი
ლომი, ვირი და მელია სანადიროდ წავიდნენ. ბევრი
ნასირი დაიჭირეს. ნანადირევის გაყოფა ლომმა ვირს მიანდო. ნანადირევი ვირმა სამ
თანასწორ ნაწილად გაყო და ლომს უთხრა, აიღეო.
ლომი
გაბრაზდა, ვირი შეჭამა და მელიას უბრძანა: ხელახლა გაჰყავიო. მელიამ მთელი
ნანადირევი ლომის წინ დააგროვა, თავისთვის კი ერთი ციციქნა დაიტოვა.
ლომმა
წამოიძახა: აი ჭკვიანი!- თან ჰკითხა: ვინ გასწავლა ასეთი გაყოფაო?
-შეჭმულმა ვირმაო,- უთხრა მელიამ.
რაზეა საუბარი ტექსტში?
|
|||
|
|
|
|
|
|
1. ერთი
2. ორი
3. სამი
რა მოუვიდა ვირს?
1. წავიდა ტყეში
2. ლომმა შეჭამა
3. მეგობრებთან დარჩა
როგორ
გაყო მელიამ ნანადირევი?
1. ყველა ლომს დაუთმო
2. ყველა მან დაიტოვა
3. ლომს მეტი მისცა, მან ცოტა დაიტოვა
როგორია მელია?
1. დაუნდობელი
2. მოხერხებული
3. ბოროტი
იპოვეთ
ტექსტში „განრისხდას“ მსგავსი სიტყვა.
1. მიანდო
2. გაბრაზდა
3. დააგროვა